Sunday, March 29, 2015

მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღე დავიწყეთ წინა დღეს გაცნობილი მასალის გამეორებით. პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინების მიზნით შევადგინეთ დავალებები სპეციალური საჭიროებებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეთათვის. ამის შემდეგ განვაახლეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. გეგმაში გავწერეთ სასწავლო პროცედურები, დავალებები დიფერენცირებული სწავლებისათვის, სასწავლო თემისათვის საჭირო მასალები და პროექტისათვის საჭირო სხვა რესურსები. დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

Saturday, March 28, 2015

მოსწავლის პრეზენტაცია

მეექვსე დღე

გავიმეორეთ მასალა. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში. გავეცანით შეფასების რუბრიკის ნიმუშებს, გადმოვწერეთ რესურსებიდან და შევიმუშავეთ შეფასების რამდენიმე რუბრიკა ჩვენი პროექტებისათვის. გადავხედეთ გეგმებს. 

Sunday, March 22, 2015

მეხუთე დღე

გავიმეორეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა. გავიგეთ თუ როგორ დავიცვათ ინტერნეტში მოძიებული მასალის საავტორო უფლებები და როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს მათი დაცვა. ერთმანეთის ბლოგებს გავუკეთეთ კომენტარი. ბლოგზე დავამატეთ გაჯეტები: სურათის გაჯეტი, გამოკითხვის, გვერდების გაჯეტები.

Saturday, March 21, 2015

მეოთხე დღე

გავიმეორეთ წინა ტრენინგის დღეს შესწავლილი მასალა, გავეცანით პროექტის შეფასების მეთოდებს. ჩვენი პროექტისათვის შევიმუშავეთ შეფასების მეთოდები. Power-point-ში გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია. ბლოგში ჩავსვით სურათი ვისწავლეთ ბლოგის სათაურის შეცვლა წაშლა და აღდგენა.




ლექცია-სემინარი უმცროს მეგობრებთან

Sunday, March 15, 2015

ტრენინგის მესამე დღე

მესამე დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო. პროექტის გეგმაზე მუშაობისას დავადგინეთ  და ჩვენ პროექტს შევუსაბამეთ საგნობრივი სტანდარტები ეროვნული სასწავლო გეგმიდან. გავეცანით პროექტის მიზნების სწორად განსაზღვრას და შევადგინეთ ჩვენი პროექტის მიზნები. ასევე გავიგეთ თუ რატომაა საჭირო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და როგორ დავსვათ ისინი სწორად.  ვისწავლეთ ბლოგის შაბლონის შეცვლა.

Saturday, March 7, 2015

მეორე დღე

              მიმოვიხილეთ პროექტები, რომლებზეც მოგვიწევს მუშაობა. გავიმეორეთ წინა დღის მასალა. ტრენერმა გაგვაცნო სარეკლამო პუბლიკაციის მოთხოვნა და გვასწავლა სარეკლამო ბუკლეტის დამზადება. ასევე გავეცანით Word -ის ინსტრუმენტებს. დავამზადე ჩემი პროექტის ბუკლეტი და შევინახე საქაღალდეში "სასწავლო პროექტის დამხმარე".

პირველი დღე

              პირველმა სამუშაო დღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. გავეცანი ინტელის სასწავლო კურსს და გზამკვლევს. გავიგე, თუ როგორ უნდა გამოვიყენო საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში ეფექტურად, სასწავლო პროცესის უფრო საინტერესოდ წარმართვისა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის. გზამკვლევის დახმარებით ჩემთვის გასაგები გახდა, თუ როგორ დავგეგმო სასწავლო პროექტები და ღონისძიებები, რა დადებითი მხარეები აქვს პროექტის სწორად დაგეგმვას და შედეგების სწორად განსაზღვრას. ასევე განხორციელებული პროექტის მიმდინარეობის ანალიზს და შეფასებას. შევქმენი ჩემი საქაღალდე, სადაც მოვათავსე სხვა საქაღალდეები პროექტისათვის საჭირო მასალების განსათავსებლად. გავეცანი ინტელის კურსის რესურსებს ჩამოვტვირთე ინტერნეტიდან და შევინახე საქაღალდეში "კურსის რესურსები". ჩემთვის საინტესო იყო სხვადასხვა პროექტების ნიმუშების განხილვა. გავეცანი ბლოგის შექმნის გზებს და შევქმენი ბლოგი.
გმადლობთ.