ტრენინგის მეშვიდე დღე დავიწყეთ წინა დღეს გაცნობილი მასალის გამეორებით. პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინების მიზნით შევადგინეთ დავალებები სპეციალური საჭიროებებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეთათვის. ამის შემდეგ განვაახლეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. გეგმაში გავწერეთ სასწავლო პროცედურები, დავალებები დიფერენცირებული სწავლებისათვის, სასწავლო თემისათვის საჭირო მასალები და პროექტისათვის საჭირო სხვა რესურსები. დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
Sunday, March 29, 2015
Saturday, March 28, 2015
მეექვსე დღე
გავიმეორეთ მასალა. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში. გავეცანით შეფასების რუბრიკის ნიმუშებს, გადმოვწერეთ რესურსებიდან და შევიმუშავეთ შეფასების რამდენიმე რუბრიკა ჩვენი პროექტებისათვის. გადავხედეთ გეგმებს.
Sunday, March 22, 2015
მეხუთე დღე
გავიმეორეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა. გავიგეთ თუ როგორ დავიცვათ ინტერნეტში მოძიებული მასალის საავტორო უფლებები და როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს მათი დაცვა. ერთმანეთის ბლოგებს გავუკეთეთ კომენტარი. ბლოგზე დავამატეთ გაჯეტები: სურათის გაჯეტი, გამოკითხვის, გვერდების გაჯეტები.
Saturday, March 21, 2015
მეოთხე დღე
გავიმეორეთ წინა ტრენინგის დღეს შესწავლილი მასალა, გავეცანით პროექტის შეფასების მეთოდებს. ჩვენი პროექტისათვის შევიმუშავეთ შეფასების მეთოდები. Power-point-ში გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია. ბლოგში ჩავსვით სურათი ვისწავლეთ ბლოგის სათაურის შეცვლა წაშლა და აღდგენა.
![]() |
ლექცია-სემინარი უმცროს მეგობრებთან |
Sunday, March 15, 2015
ტრენინგის მესამე დღე
მესამე დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო. პროექტის გეგმაზე მუშაობისას დავადგინეთ და ჩვენ პროექტს შევუსაბამეთ საგნობრივი სტანდარტები ეროვნული სასწავლო გეგმიდან. გავეცანით პროექტის მიზნების სწორად განსაზღვრას და შევადგინეთ ჩვენი პროექტის მიზნები. ასევე გავიგეთ თუ რატომაა საჭირო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და როგორ დავსვათ ისინი სწორად. ვისწავლეთ ბლოგის შაბლონის შეცვლა.
Saturday, March 7, 2015
მეორე დღე
მიმოვიხილეთ პროექტები, რომლებზეც მოგვიწევს მუშაობა. გავიმეორეთ წინა დღის მასალა. ტრენერმა გაგვაცნო სარეკლამო პუბლიკაციის მოთხოვნა და გვასწავლა სარეკლამო ბუკლეტის დამზადება. ასევე გავეცანით Word -ის ინსტრუმენტებს. დავამზადე ჩემი პროექტის ბუკლეტი და შევინახე საქაღალდეში "სასწავლო პროექტის დამხმარე".
პირველი დღე
პირველმა სამუშაო დღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. გავეცანი ინტელის სასწავლო კურსს და გზამკვლევს. გავიგე, თუ როგორ უნდა გამოვიყენო საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში ეფექტურად, სასწავლო პროცესის უფრო საინტერესოდ წარმართვისა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის. გზამკვლევის დახმარებით ჩემთვის გასაგები გახდა, თუ როგორ დავგეგმო სასწავლო პროექტები და ღონისძიებები, რა დადებითი მხარეები აქვს პროექტის სწორად დაგეგმვას და შედეგების სწორად განსაზღვრას. ასევე განხორციელებული პროექტის მიმდინარეობის ანალიზს და შეფასებას. შევქმენი ჩემი საქაღალდე, სადაც მოვათავსე სხვა საქაღალდეები პროექტისათვის საჭირო მასალების განსათავსებლად. გავეცანი ინტელის კურსის რესურსებს ჩამოვტვირთე ინტერნეტიდან და შევინახე საქაღალდეში "კურსის რესურსები". ჩემთვის საინტესო იყო სხვადასხვა პროექტების ნიმუშების განხილვა. გავეცანი ბლოგის შექმნის გზებს და შევქმენი ბლოგი.
გმადლობთ.
გმადლობთ.
Subscribe to:
Posts (Atom)