Sunday, April 5, 2015

მეცხრე დღე

ტრენინგის ბოლო დღე საინტერესო და სასარგებლო იყო. განვლილ ტრენინგზე შესწავლილი მასალის გამეორების შემდეგ, ჯგუფის წევრებმა გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაციები. თითოეული მასწავლებლის პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. დარწმუნებული ვარ ჩვენი მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ჩაერთვებიან როგორც მიმდინარე, ასევე მომავალი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
        ბლოგებს დავამატეთ საათის და ფოტო ალბომის  გაჯეტები.  ვიდეო ფაილი ჩავსვით როგორც ტექსტში, ასევე გაჯეტის სახით. პრეზენტაციებს გავუკეთეთ ჰიპერლინკები.
პროექტმა მიიღო სრულყოფილი სახე. ტრენინგზე შესწავლილ მასალას აქტიურად გამოვიყენებ ჩემი მომავალი სასწავლო პროექტებისათვის.
დიდი მადლობა.

Saturday, April 4, 2015

მერვე დღე

გავიმეორეთ განვლილი მასალა. შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში, გადავხედეთ პორტფოლიოს. დრაივში ავტვირთეთ პორტფოლიო. ბლოგზე დავამატეთ სიის გაჯეტი და მივაბით ჩვენი პორტფოლიოს ლინკი.

Sunday, March 29, 2015

მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღე დავიწყეთ წინა დღეს გაცნობილი მასალის გამეორებით. პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინების მიზნით შევადგინეთ დავალებები სპეციალური საჭიროებებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეთათვის. ამის შემდეგ განვაახლეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. გეგმაში გავწერეთ სასწავლო პროცედურები, დავალებები დიფერენცირებული სწავლებისათვის, სასწავლო თემისათვის საჭირო მასალები და პროექტისათვის საჭირო სხვა რესურსები. დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

Saturday, March 28, 2015

მოსწავლის პრეზენტაცია

მეექვსე დღე

გავიმეორეთ მასალა. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში. გავეცანით შეფასების რუბრიკის ნიმუშებს, გადმოვწერეთ რესურსებიდან და შევიმუშავეთ შეფასების რამდენიმე რუბრიკა ჩვენი პროექტებისათვის. გადავხედეთ გეგმებს. 

Sunday, March 22, 2015

მეხუთე დღე

გავიმეორეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა. გავიგეთ თუ როგორ დავიცვათ ინტერნეტში მოძიებული მასალის საავტორო უფლებები და როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს მათი დაცვა. ერთმანეთის ბლოგებს გავუკეთეთ კომენტარი. ბლოგზე დავამატეთ გაჯეტები: სურათის გაჯეტი, გამოკითხვის, გვერდების გაჯეტები.

Saturday, March 21, 2015

მეოთხე დღე

გავიმეორეთ წინა ტრენინგის დღეს შესწავლილი მასალა, გავეცანით პროექტის შეფასების მეთოდებს. ჩვენი პროექტისათვის შევიმუშავეთ შეფასების მეთოდები. Power-point-ში გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია. ბლოგში ჩავსვით სურათი ვისწავლეთ ბლოგის სათაურის შეცვლა წაშლა და აღდგენა.




ლექცია-სემინარი უმცროს მეგობრებთან